კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს  რეკომენდაციებს აძლევს და ხისტი, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.

მისი თქმით:

-მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეეზღუდოთ;

-სახელმწიფოს მხარდაჭერით და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს;

-2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ.

-ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო;

-შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივობების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას. ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ. ლარს მიიღებს.

კომენტარის დატოვება