მინდა ხანდახან ხალხთან მქონდეს საშუალება უბრალოდ, მარტივად, ვისაუბროთ უჰალსტუხოდ

დღეს დილით ტექნიკურ უნივერსოტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდების დაწყების დღეს, ტრადიციულად 09:00 საათზე, მინისტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პირველი კომენტარები კეთდება, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არ მივიდა. კითხვაზე, თუ რატომ დაარღვია მან ტრადიცია, ჯეჯელავამ ჟურნალისტებს უპასუხა;

-„უნდა მაპატიოთ, გაგეპარეთ სამწუხაროდ. მოგეხსენებათ ასეთ მისვლას, ჩვეულებრივ ”პიარის სუნი” აქვს, რომ ”რა კარგი ტიპი ვარ”. სტუდენტებთან შეხვედრაზეც ვცდილობ გაგეპაროთ, ხან გამოდის, ხან – არა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობით შეხვედრები და ისედაც, ადამიანური. იმედია მაპატიებთ, გაპარვის მიზეზი იყო, რომ მინდა ხანდახან ამ ხალხთან მქონდეს საშუალება უბრალოდ, მარტივად, ვისაუბროთ უჰალსტუხოდ. ახლაც, აქედან ვაპირებ გაგეპაროთ”.

კომენტარის დატოვება