ვითარების განმუხტვისთვის სააკაშვილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამით დაიწყება პროცესის განმუხტვა, ვის ეჯიბრებიან? – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეალურად ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულაბაში გადაყვანა განმუხტავს.

ამათან, როგორც ვაშაძემ “დღის კურიერში” მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, არც მმართველი ძალისთვისაა მარტივი ქვეყნის კრიზისში ყოფნა და დაძაბულობა.

“იმისთვის, რომ ვითარების განმუხტვის პროცესი დაიწყოს, მიხეილ სააკაშვილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამით დაიწყება პროცესის განმუხტვა. ეს ხომ ძალიან მარტივია, ვის ეჯიბრებიან? რატომ ეჯიბრებიან? “ქართული ოცნებაც” ბედნიერად გრძნობს ამ ვითარებაში თავს? მე მათ ამას ვერ ვატყობ. რა თქმა უნდა, ისინიც ნერვიულობენ და განიცდიან იმ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაშია. ერთია რას აჩვენებენ ხალხს, რომ თითქოს არ აღელვებთ და მეორე, რაც რეალურად ხდება. ამდენი ერთმანეთის ლანძღვა-გინება მათვის მისაღებია?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “დღის კურიერის” ეთერში.