სააკაშვილი ვერ იქნება ვერანაირად პრივილეგირებული, ის არის ისეთივე მსჯავრდებული, როგორიც სხვა ნებისმიერი – გივი მიქანაძე

“ქართული ოცნების” წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის უფლებები სასჯელაღსრულების სისტემაში დაცულია და ის პრივილეგირებული ვერ იქნება.

“მსჯავრდებულ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის უფლებები და უსაფრთხოება დაცული არის პენიტენციური სისტემის ფორმატში. იგი ექვემდებარება ყველა იმ სამედიცინო ხასიათის უზრუნველყოფას, თუ სხვა უფლებების უზრუნველყოფას, რაც საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია.

იგი ვერ იქნება ვერანაირად პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რამეთუ ის არის ისეთივე მსჯავრდებული, როგორი მსჯავრდებულიც არის სხვა ნებისმიერი მსჯავრდებული, რომლის მიმართაც სასამართლოს მხრიდან დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამიტომ კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,” – განაცხადა გივი მიქანაძემ “დღის კურიერის” ეთერში.