აბა როგორ უნდა შეიყვანონ, თუ პატიმარი არ მიჰყვება? – მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

აბა როგორ უნდა შეიყვანონ, თუ პატიმარი არ მიჰყვება? – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის კადრებზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კადრებით ტყუილს დაესვა წერტილი.

„საჭიროდ ჩათვალა იუსტიციის სამინისტრომ, ითხოვდით და გამოაქვეყნეს. მე კადრები ბოლომდე არც მინახავს, მოწონებაზე არ არის. ტყუილს დაესვა წერტილი. როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და როგორც ვერ წარმოედგინა პატიმარს, რომელზეც ლაპარაკობთ. როგორ უნდა მოექცნენ აბა, პატიმარი თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანონ?“ – აღნიშნავს მდინარაძე.