მივმართავ, ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა იმალება, როდემდე დაიმალებით?! – ზაალ უდუმაშვილი

მივმართავ, ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა იმალება, როდემდე დაიმალებით?! – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა,

მისივე თქმით, სწორედ ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობაა, რომ იზრუნოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

,,ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ევროპარლამენტარებს არ უშვებს მიხეილ სააკაშვილთან, ციხეში. 2 დღეა ისინი ითხოვენ შესვლას და უარს ეუბნებიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სააკაშვილისგან პირადად არ მოისმინონ თუ რა პირობებში იმყოფება. მაგრამ, ხომ ყველამ ნახეთ ის კადრები?! კადრები, თუ როგორ ცდილობდნენ ღირსება შეელახათ მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ.

მივმართავ, ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია, როდემდე დაიმალებით?! მისი პასუხისმგებლობაა, რომ იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობაზე. ყველას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებსაც დღეს ჩადიან. დღეს რაც ხდება საქართველოში ეს არის სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა” – განაცხადა უდუმაშვილმა.