მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – პენიტენციური სამსახური

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩატარებული პისიარტესტის შედეგად „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, პისიარტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.