ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს” სარჩელი, რომლის მიხედვით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს მიერ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

ოპოზიციური პარტიის თქმით, დოკუმენტაცია რომლითაც ცესკო-მ ზურაბიშვილი დაარეგისტრირა, სრულყოფილი არ იყო. ოპოზიციური გაერთიანება, კონსტიტუციის დარღვევის გამო, დავას საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელებს.

„ვთვლით, რომ ქალბატონი სალომე არასწორად არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსის მუხლებს. სასამართლომ იმსჯელა, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი და კანონი არ არსებობს,“ – განაცხადა პარტია ”საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა.

ცესკო-ს იურისტი, გიორგი სანტურიანი კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დარეგისტრირების დროს, ყველა დოკუმენტი არსებობდა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვდა.

პარტია საქართველოს სარჩელი ნახეთ

https://www.gmtv.ge/50497-2/