თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 871 მილიონი იქნება

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 871 მილიონი იქნება. ის 10 მილიონით გაიზარდა.

“ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, 174 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვალისწინებული, გაიხსნება 10 ახალი საბავშვო ბაღი და გაიზრდება წარმომადგენლობითი ხარჯები.

ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება სახელფასო ხარჯები რიგითი თანამშრომლებისთვის. ბიუჯეტი კანონმდებლობის დაცვით გუშინ, 15 ნოემბერს გადაეგზავნა თბილისის მერიიდან საკრებულოს. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის კორექტირებაც მოხდეს.