1 იანვრიდან წამლის სააგენტო შეიქმნება

მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე წამლის სააგენტო შეიქმნება.

დადგენილებაში წერია, რომ წამლის სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის უფლებამოსილება ჯანდაცვის მინისტრს ექნება.

დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია.

იხ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4366114?publication=0