კეივში ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

“კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ”, – წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.