ჩემი შეთქმულების თეორიის თანახმად ბიძინა მიშას ფულს უხდის – იაგო ხვიჩია

ჩემი შეთქმულების თეორიის თანახმად ბიძინა მიშას ფულს უხდის – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ,,ტვ პირველის”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,თუ ჩვენ სააკაშვილი გიჟი გვგონია, ეს არ იქნება მართალი. საკაშვილი თავს იგიჟებს იმიტომ, რომ ის ხალხს ასეთი მოსწონს. ჩემი შეთქმულების თეორიის თანახმად ბიძინა მიშას ფულს უხდის. ისინი, რომ ერთმანეთს პასებს აძლევენ ეს მგონია, რომ ცხადია. როცა თხუთმეტ არჩევნებს წააგებ და მეთექვსმეტეზეც იგივე ფორმით გადიხარ, ეს ამას მიანიშნებს” – განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს წინასაარჩევნოდ, გარდა იმისა, რომ ვინმესთან შევიდეს დებატებში.

,,ქართული ოცნება” არავისთან არ შედის დებატებში, არავის არ ელაპარაკება და არ მართავს არანაირ დისკუსიას. არ მიდის მსჯელობა, როგორ განვითარდეს ქვეყანა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის არის ,,ქართული ოცნების” წევრების გაბრწყინებული სახეები ბილბორდებზე და ტელევიზორებში” – აღნიშნა პოლიტიკოსმა.