ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები – NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სამიტში 40 სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის NATO-ს წარმომადგენლებიც. ყირიმის სამიტის ფარგლებში მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია.

“უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, შავ და აზოვის ზღვებში ყველა ჩვენგანს ეხება. რუსეთის ქმედებებმა მიაყენა აღუწერელი ტანჯვა და დანაკარგი უკრაინელ ხალხს. ეს ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგს. ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები. ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა გავაღრმავეთ, რაც მეტ წვრთნებში, პორტებში განხორციელებულ ვიზიტებსა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში გამოიხატება,” – აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.