გია ვოლსკი – შავ ტანსაცმელში გამოწყობილი “ტრაურით” გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება რეალობას

შავ ტანსაცმელში გამოწყობილი “ტრაურით” გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან “ტვ პირველთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.

„სასამართლოდან შაბლონური ტექსტის მიღება ჩვეულებრივი ამბავია და არავის უნდა გაუკვირდეს. როცა საქმე ეხება მასალების მოპოვებას, რასაკვირველია, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას ან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ყოველგვარი შეჭრა და ეს აჟიოტაჟი რაც ატეხეს, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოც, ვინაიდან მოგაგონებთ, რომ სააკაშვილის პერიოდში მედიათავისუფლების ინდექსით 104- ე ადგილზე იყო ქვეყანა და 31 პუნქტით ჩამორჩებოდა შევარდნაძის პერიოდის ინდექსს, ახლა ჩამორჩება 40-ზე მეტი პუნქტით მედიათავისუფლებას. ასე რომ, მედიათავისუფლებას არაფერი ემუქრება და მითუმეტეს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი „ტრაურით“ გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება იმ რელობას, რომელიც საქართველოში არსებობს.

პროკურატურის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაშვებული. ასე რომ, იურიდიული კაზუისტიკა მე და თქვენი სფერო არ არის – იტ’ს ნოტ ოურ ცუპ ოფ ტეა, როგორც ამბობენ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.