“ვერავითარი პანდემოლოგია, ვირუსოლოგია და კორონიზაცია “ოცნებას” ვერ უშველის”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში კარანტინში მყოფ თითოეულ ოჯახს  1000 ლარიანი კომპენსაცია გამოუყოს, რადგან მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები ასე დაეხმარნენ საკუთარ მოსახლეობას.

“ისე მოხდა, რომ საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად. თუ ხელისუფლება მოინდომებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაგრძელებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში შეკეტილი ყოველი ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან კომპენსაციას, თუ მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება, ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი. ამავდროულად ოცნება ნურც იოცნებებს, რომ ეპიდემიის მოტივაციით მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებათა ბლოკირებას, და გადადებს მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებს. მათი ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი ხალხის გულებში გადაწყვეტილია და ვერავითარი პანდემოლოგია, ვირუსოლოგია და კორონიზაცია მათ ვერ უშველით.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა