ოქრუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობის ბრალდებით “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილი გამართლდა ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ნაწილში, 5 წლიანი სასჯელი მას მონაწილეობისთვის მიესაჯა.