ლისის ტბაზე და კუს ტბაზე გაცილებით მეტი ათეული ადამიანი იყო ვიდრე ეკლესიაში ერთად

პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ეკლესიების “აბსოლუტურ უმრავლესობაში” მრევლი დისტანციას იცავდა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა ის ფაქტი რომ გაცილებით მეტი პრობლემა შეიძლება შექმნან ადამიანებმა რომლებიც სეირნობენ , ლისის და კუს ტბაზე.

სოზარ სუბარის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:”ქვემო ქართლში, პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მოუწოდებენ მორწმუნეებს, რომ მათ ლოცვები შეასრულონ სახლში. ეკლესიებში დიდი მარხვაა და მორწმუნეები დიდი რაოდენობით მიდიან. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები, მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს დილიდანვე ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიებში იყო დაცული დისტანცია, უმრავლეს შემთხვევებში ადამიანები იდგნენ გარეთ. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვევები. ის რომ კონკრეტულად მორწმუნეები არღვევენ [უსაფრთხოების ზომებს] ეს ასე არ არის”,