ცესკოს 9 საათის მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცესკომ თბილისის 8 საარჩევნო ოლქის მონაცემები განაახლა 09:00 საათისთვის. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შედეგების მიხედვით ამ დროისთვის 50% გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს. თუმცა ლიდერობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

განსხვავებული მდგომარეობაა გლდანში, სადაც პირველ ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ნიკანორ მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატი კი მეორე ადგილზეა.

საყურადღებო შედეგებია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქშიც, სადაც პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, თუმცა მეორე ადგილზე ჯერ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, ამ მომენტისთვის კი მას მცირედ გადაასწრო “მოძრაობა ხალხისთვის” კანდიდატმა ანა დოლიძემ.

შედეგები 09:00 საათისთვის ასე ნაწილდება:

#1 მთაწმინდა-კრწანისი

ბექა ოდიშარია 47.70%

შალვა შავგულიძე 28.69%

 

#2 ვაკე

ნოდარ ტურძელაძე 41.73%

ელენე ხოშტარია 35.91%

 

#3 საბურთალო

დავით სერგეენკო 43.95%

ალეკო ელისაშვილი 18.95%

 

#4 ისანი

კახა კახიშვილი 47%

ხატია დეკანოიძე 25.45%

 

#5 სამგორი

სოზარ სუბარი 46.61%

ლევან ხაბეიშვილი 38.23%

 

#6 დიდუბე ჩუღურეთი

გიორგი ვოლსკი 44.90%

ანა დოლიძე 19.83%

ზურაბ ჯაფარიძე 19.45%

 

#7 ნაძალადევი

მიხეილ ყაველაშვილი 45.30%

შალვა ნათელაშვილი 25.07%

 

#8 გლდანი

ნიკანორ მელია 43.80%

ლევან კობიაშვილი 43.10%