ცესკო-ს მონაცემები 10:00 სთ-ზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 10:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 2668 უბანი, რაც 69.35%-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.58%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” -26.07%

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.77%

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -3.24%

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” -3.28%

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -3.15 %

“გირჩი” – 3.08%

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” -1.42 %

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1.02%