ტექნიკურ უნივერსიტეტში შიმშილობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე ვადით არჩეული რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს.

 მოშიმშილე ლექტორები სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლაზეც საუბრობენ და პროცესში განათლების მინისტრის აქტიურ ჩართვას ითხოვენ. ფრანგიშვილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

„ამოიწურა ის ვადა, რომელიც ჩვენ მივეცით არჩილ ფრანგიშვილს იმისათვის, რომ იგი გადამდგარიყო, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაიწყეს ტელეფონებზე რეკვა ჩვენს თანამოაზრეებთან მავანმა და მავანმა და ეუბნებოდნენ, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქციაში 9 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე,“-განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

 

კომენტარის დატოვება