მიხეილ სარჯველაძე: ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან

ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა აუცილებლობა იყო ფოტიგას წერილში სიტყვა „პოლიტპატიმრის“ ჩაწერის. აზრთა სხვადასხვაობა რომ მოჰყვებოდა ამას, ეს ხომ თავადაც იცოდა. ეს აბსოლუტურ დისონანსშია იმასთან, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამბობს. ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან. ეს არ იქნება სწორი. ჩვენთვის ევროპა არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მე მაგალითად, ამ პოლიტიკურ გუნდში ვერ ვნახავდი საკუთარ ადგილს განმსაზღვრელი ვექტორი რომ სწორედ ევროკავშირი არ იყოს. ეს სხვანაირად ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.