ევროკომისარი: მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე, რაც ნიშნავს, რომ მათი მოქალაქეებისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება

დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვას, საქართველოს და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ მათი მოქალაქეებისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

„გვაქვს კარგი ამბავი კოვიდკრიზისთან ბრძოლის კუთხით, რადგან დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვის, საქართველოს და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობა იქნება უფრო მარტივი მათი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ასევე ეს ნიშნავს, რომ ევროპელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ მოგზაურობა. ჩვენ მზად ვართ ბელარუსი ხალხის დასახმარებლად კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტზე ევროკავშირის ეკონომიური დახმარების პაკეტს წარადგენს.