ბაისუბანში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ერთ-ერთია იმათგან, რომლებზეც ადგილობრივები არასდროს ამბობენ, რომ არ უსმენენ და მათთან კომინიკაცია არ უჭირთ. საკრებულოში ხშირად იმართება მოსახლეობასთან შეხვედრა. შეხვედრის დროს მსჯელობენ არსებულ პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც პირველ პლანზე უნდა იყოს გამოტანილი. სწორედ რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იყო დასახელებული ბაისუბანში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობის პროექტი, რომელიც ამჟამად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ყურადღებას არ აკლებს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც ახლაც  ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

15319498_1853304678291520_1395066676_n

გოდერძი ბარბაქაძე იმედოვნებს, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტით და საკითხების ერთობლივი გადაწყვეტით რაიონში ყოველთვის ზუსტად ის პროექტები განხორციელდება, რაც მოსახლეობას სჭირდება.

15227895_1853304671624854_240413912_n 15319450_1853304668291521_780915601_n

მისივე თქმით, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობის  პროექტის განხორციელებისათვის 20 000 ლარი გაიხარჯა.

კომენტარის დატოვება