“რეგულაციები ამოქმედდება და ეს გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას”

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონლაინ სესხებზე რეგულაციების ამოქმედებაზე კომენტარისას ამბობს, რომ აუცილებლად დაიწყება რეგულაციები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას. კაკაურიძის განცხადებით, რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს.

„პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება. რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან.” განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

კომენტარის დატოვება