რატი ბრეგაძე: სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი

სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსილიუმი შეიქმნა მათი ინიციატივით მაშინ, როდესაც სააკაშვილი იმყოფებოდა ნომერ მე-12 დაწესებულებაში.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით. როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ნომერ მე-12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.