“ყველაზე უფრო სევდიანი სანახავია, როცა პრემიერ მინისტრი ჯოზეფ ბორელს ასეთი ტონით შეიძლება ესაუბროს და ოკუპანტ ქვეყანაზე ერთი სიტყვაც კი არ თქვას” – ხატია დეკანოიძე

სევდიანი სანახავია, როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ასეთი საზიზღარი ტონით ესაუბრებიან და პუტინის რუსეთზე კი ხმას არ იღებენ, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემაზე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს.

დეკანოიძის თქმით, პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებების ფონზე, ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე – რუსეთზე საუბარი ყოველთვის აშინებს.

“ყველაზე უფრო სევდიანი სანახავია, როცა პრემიერ მინისტრი ჯოზეფ ბორელს ასეთი ტონით შეიძლება ესაუბროს და ოკუპანტ ქვეყანაზე ერთი სიტყვაც კი არ თქვას”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.