სააკაშვილის შიმშილი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, მას ხელისუფლებაში უნდა მოსვლა – ანდრია ჯაღმაიძე

პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მიზეზი ხელისუფლებაში მოსვლაა. ამის შესახებ დეკანოზმა “ტვ პირველზე” “დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.

,,ეს ხო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება მისი შიმშილი, ეს ხომ არ არის სარწმუნეობრივი თემა, მას უნდა ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლებაში მოსვლა, მისი მომხრეები ამბობენ ამას.

ჩვენ განცხადებაში იყო ნათქვამი, როდესაც ადამიანი თვითონ აყენებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას რისკის ქვეშ თავად უნდა განსაზღვროს ეს რამდენად ღირს და რამდენად არა. თავისი ნებით შიმშილობს”, – ამბობს ჯაღმაიძე.