„ნაცმოძრაობა ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებას, რომ ბიძინას მაგივრად იჯდეს მიშა, ისე, რომ სისტემას არ შეეხონ” – იაგო ხვიჩია

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს.

მისივე თქთმი, პარტიას, რომელსაც სხვა იდეა, გარდა „ბელადის სიყვარულისა“ არ გააჩნია, არ შეუძლია ენდოს.

ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ” რიტორიკა უნდა შეიცვალოს.

„უნდა შეცვალოს „ნაცმოძრაობამ” რიტორიკა და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა მოითხოვოს, თორემ თავიანთი რიტორიკით, ესენი ხომ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაში ყოფნას აქ, ისე, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს აღსრულება. რაც თავის შინაარსით, არის სახელმწიფო გადატრიალება, შინაარსობრივად, რასაც რევოლუციას ეძახიან.

რევოლუციაც კი არ მგონია, რევოლუცია რაღაც არსებული სისტემის ნგრევასაც მოიცავს თავის თავში., მაგრამ, რევოლუციას ხომ არ ცდილობს არავინ, არავინ ხომ არ იძახის, როგორ შეიცვლება სისტემა. ეს ხალხი, სინამდვილეში, ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებას, შინაარსობრივად, რომ იქ ბიძინას მაგივრად იჯდეს მიშა, ან ა.შ. ისე, რომ სისტემას საერთოდ არ შეეხონ,“ – ამბობს იაგო ხვიჩია.