მოქალაქეებს ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია გამოყენება დღეიდან შეუძლიათ

ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.

აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.