ლევან იოსელიანი: სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს უმტკიცებს ვინ უფრო ძლიერია

სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს უმტკიცებს ვინ უფრო ძლიერია,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„არ მესმის „ქართული ოცნების“ გაჯიუტება. მათ რომ თავიდანვე გადაედგათ ნორმალური ნაბიჯები ამ მიმართულებით და გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, არც ამხელა მღელვარება იქნებოდა, არც ამდენი მოშიმშილე დეპუტატი იქნებოდა პარლამენტში და შევძლებდით სხვა დღის წესრიგზე გადასვლას. რეალურად, სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს უმტკიცებს ვინ უფრო ძლიერია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.