მამუკა მდინარაძე: წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ და დღეს განხილვისა საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი

წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს.

„ნაცებს“ რომ ჰკითხო, ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება, ხოლო ადამიანების ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვისა და მსჯელობის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.