საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4278 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 298 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 298 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 273 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 025 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 741 470.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.