“ნაციონალური მოძრაობის” ახალი ინიციატივა

“ნაციონალური მოძრაობა” ახალი ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, რომ ონლაინ ისწავლონ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ.
როგორც დეკანოიძე განმარტავს იმისათვის, რომ 90 ათას მოსწავლეს და 10 ათას სტუდენტს ინტერნეტ-გაკვეთილები ჩაუტარდეთ, 15 მილიონი ლარია საჭირო.
” ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიტიკის ფონზეკონკრეტულ ინიციატივას ვთავაზობთ , ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არიან სოფლებში და 10 ათას სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ. “- განაცხადა დეკანოიძემ.