ანტიკრიზისულ გეგმას სხვა სტრუქტურული და თვისობრივი მოცემულობა უნდა ჰქონოდა…

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

24 აპრილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვის მიზნით წარმოდგენილი იქნა ღონისძიებათა სისტემა  – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა.

შთამბეჭდავი პრეზენტაციის ფონზე, ნაჩვენები იქნა კრიზისის მართვისა და ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქების მიზნით გამოყოფილი სოლიდური თანხები (3.5 მლრდ ლარის ოდენობით) და დასაფინანსებელი მიმართულებები.

არსებითია ითქვას, რომ მთავრობამ გამონახა რესურსი, მკვეთრად შემცირებული ეკონომიკური აქტივობისა (ეკონომიკური ზრდა -4% იქნება) და საბიუჯეტო შემოსავლების  (საბიუჯეტი დანაკარგები 1.8 მლრდ ლარი) პირობებში. ასევე აჩვენა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის ეტაპები.

წარდგენილი სოციალური დახმარბების ღონისძიებათა სისტემა ითვალისწინებს, როგორც მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის ფინანსურ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფინანსური სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროს სტიმულირების პაკეტი;

მართალია მადლიერებას იმსახურებას მთავრობის ფინანსური დახმარება, რომელიც შთამბეჭდავად ჟღერს და მათ პოლიტიკურ ქულებს ზრდის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საშუალო სტატისტიკური ოჯახის ხვალინდელ მდგომარეობას, ყველა ხვდება, რომ ამ სიდიდის დახმარებით „შორს ვერავინ წავა“. იმიტომ, რომ მოკლე პერიოდში, მოქალაქეების დიდი ნაწილის ძირითადი გამოწვევა კვლავ საკვები და კვლავ ფინანსური დახმარება იქნება.

ამასთან საკითხს თუ აკადემიურ კონტექსტშიც განვიხილავთ, ანტიკრიზისულ გეგმას სხვა  სტრუქტურული და თვისობრივი მოცემულობა უნდა ჰქონოდა.

დაბოლოს, საკითხის შეჯამების საფუძველზე საჭიროა აღინიშნოს შემდეგი:

  • დახმარების პაკეტები ქართული ეკონომიკური პოლიტიკის პროპორციულია, რომელმაც ვერ მშვიდობიან ვითარებაში გადაჭრა სოციალური უთანასწორობა და ახლა კი უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა უმუშევართა არმიაც (დიფერენცირებულია უმუშევრად დარჩენილების, თვითდასაქმებულებისა და უმუშევრები დახმარება);
  • მოქალაქეებსა და ბიზნესზე ზრუნვის პროგრამა, ეპიდემიის დამანგრეველ შედეგებს მოკლევადიან პერსპექტივაში ებრძვის, ამასთან ქვეყანა კვლავ სტრატეგიული მზაობის ზრდისა და სტრატეგიული გეგმის წარდგენის მოლოდინშია;
  • ხაზგასასმელია, რომ როდესაც პირისპირ კომინიკაციის შესაძლებლობა იყო მაშინ ვერ მოგვარდა სტრატეგიული საკითხები , ახლა დისტანციურ რეჟიმში აღნიშნული საკითხების გადაჭრის ტემპი მილევად რეჟიმშია;
  • როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი (სახელისუფლებო) საკუთარი პოლიტიკური რესურსით ცდილობს საზოგადოებისა და ბიზნესის დახმარებას (ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით), მხოლოდ მის უპირატესობას არ აჩვენებს. არამედ ასეთი პროცესი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა ერთიანი არასდროს იქნება და ამიტომ ასეთი მოცემულობა შესაცვლელია;
  • ქვეყნისთვის სტრატეგიულ რესურსსა და მათ რეკომენდაციებს უფრო საზოგადოებრივ ასპარეზზე ვხდებით, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე; შესაბამისად, მათი რესურსის პოლიტიკური ფასი უფრო მაღალია.