“ბიუჯეტიდან მრავალი მილიონით დაფინანსებულმა პარტიებმა დათმეთ 3 თვის ფული!”

პარტია “მემარცხენე ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, არჩილ ბენიძე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიუჯეტიდან მრავალი მილიონით დაფინანსებულ პარტიებს მოუწოდებს, სამი თვის განმავლობაში ჩარიცხული თანხები გადასცენ სახელმწიფოს, გვერდში დაუდგნენ ხელისუფლებას.

-დროა, მათ საქმით აჩვენონ და დაუმტკიცონ მოსახლეობას, რომ მათ გული შესტკივათ ქვეყანასა და ხალხზე. თუ ამას გააკეთებენ, ეს შვება იქნება ჩვენი პენსიორებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის. თავის მხრივ, “მემარცხენე ალიანსი” მზად არის, შესაძლებლობების ფარგლებში, გვერდში დაუდგეს თბილისის მერიას, სოციალურად დაუცველებისთვის და პენსიონერებისთვის ამანათების გადასაცემად, თავისივე ტრანსპორტით-აცხადებს ბენიძე.