ბოლო სამი ინფიცირებული აშშ-დან დაბრუნდა

სამი ინფიცირებული, რომელთაც სულ ახლახანს დაუდგინდათ კორონავირუსი, ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ახალი კლასტერი, და ყველა ის ადამიანი რომლებიც იმყოფებოდნენ ამ ოჯახთან კონტაქტში, იდენტიფიცირებულნი არიან. ამჯერად მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, რომ გადაწყდეს შემდგომში სამოქმედო გეგმა.
“გვაქვს კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია აჭარასთან და დღის ბოლოს გვეცოდინება მისი ტესტის პასუხი.”- განაცხადა ტიკარაძემ.