იაგო ხვიჩია – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს, შესაძლებელია თუ არა, სააკაშვილის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა

ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს, შესაძლებელია თუ არა, პაციენტის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მეტად რომ გაუარესდეს, უნდა შეგვეძლოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ მისი სწრაფად გადაფრენა. მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა. გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღეს. მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.