ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უკვე დაანონსა

წინასწარი შედეგების მიხედვით ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უკვე დაანონსა.

„საარჩევნო ოლქები გახლავთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სავარაუდო მეორე ტურებისთვის

#29 ყაზბეგი,

#35 ხაშური,

#36 ბორჯომი,

#60 ოზურგეთი,

#59 ქუთაისი

#65 მარტვილი.

როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღის. ეს ვადა შეიძლება იყოს უკიდურესი რაც გაწერილია ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში 15 ნოემბერი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ უკიდურესი ვადა იყოს გამოყენებული“ – აცხადებს თამარ ჟვანია.