“ოკუპაციის შესახებ კანონის “შერბილება” გამორიცხულია! უნდა გამკაცრდეს!

გაიოზ (გია) მამალაძე

სამეფო კლუბის სპიკერი

ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ განსაკუთრებით გააქტიურა მოქმედება ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივების, “შერბილების” მოთხოვნით, რაც, ჩვენი აზრით, ყოვლად მიუღებელია და არ არის ადექვატური ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის  ფაქტებისა, ცხინვალისა და სოხუმის რეგიონების “სახელმწიფოებად” გამოცხადებისა, პერმანენტულად მეტი-და მეტი მიწების დაკავებისა, ე. წ. საზღვრის გადმოწევისა და ა. შ. და

ოკუპანტებისადმი “რბილი” დამოკიდებულება გამორიცხულია!

ოკუპაციის შესახებ კანონის “შერბილება” არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, მეტიც, ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, და ჩამოგვაშორებს მხარდამჭერებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ოკუპაციის შესახებ კანონის გამარტივება, “შერბილება” გამორიცხულია, სეპარატისტ-მარიონეტები კრძალავენ ქართულ ენას სკოლებში, ფაქტობრივად, აიძულებენ ქართულ მოსახლეობას მიატოვონ მშობლიური კუთხე და ა. შ.

ფაშისტებისადმი “რბილი” დამოკიდებულება გამორიცხულია!

პირიქით, უნდა გამკაცრდეს ოკუპაციის შესახებ კანონი!

დიახ, ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს – საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურების წარმოამდგენელთა მიმართ, რონლებიც ვერ უზრუნველყოფენ ოკუპაციის შესახებ კანონის მოქმედებას, და ვერ ეწევიას თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას სახელმწიფოს ინტერეების შესაბამისად, ხან “შემოეპარებათ” კანონის დამრღვევი, ხან “სია არ აქვთ” მესაზღვრეებს კანონის დამრღვევებისა და ა. შ.

გარდა ამისა, ყველა, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ვინც სოხუმისა და ცხინვალის ოლქებს უწოდებს სახელმწიფოს, თუნდაც, არაოფიცალურად, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად, სანქციები უნდა დაწესდეს და ეცნობოს მსოფლი ყველა სახელმწიფოს და უნდა მოვითხოვოთ მისი შესაბამისად დასჯა (თანამდებობის დატოვება, თუ ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც პოლიტიკურია (ევროკავშირი, ევროსაბჭო თუ სხვა)…

საქართველოს მოქმედ მთავრობას თუ სურს რაიმე მოლაპარაკება გამართოს ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელთან, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი ან ოკუპანტების მარიონეტი სეპარატისტების რომელიმე წარმომადგენელთან, უნდა გამოსცეს შესაბამისი დადგენილება, რომელიც იქნება ღია, რომელსაც გააცნობს საზოგადოებას და აგვიხსნის , თუ რატომ უნდა შემოუშვან საქაღთველოში რომელიმე პოლიტიკოსი, თუ ასეთი საჭიროება იქნება (რასაც კანონი ითვალისწინებს)… სხვა ვარიანტში მთავრობის მხრიდან ასეთ ქმედება, ან უმოქმედობა, უნდა ჩაითვალოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად და შესაბამისად პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს სანქციები.