მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე  და შეწყვეტს შიმშლობას გადასვლის შემდეგ, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, დეტალების გავლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ სააკშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, ვფიქრობთ, რომ ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც იქნებიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით სპეციალისტებისგან, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ, დაიწყოს ყოველდღიური ანგარიშები. მიხეილ სააკშვილის თქმით, ეს ეხება ყველა კონსილიუმის, რაც კი აქამდე შექმნილა, ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით მათი თანხმობაც იქნება.

მიხელ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი, ასევე იყოს ანგარიშები ყოველდღიურად გარე სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმების მონაწილეობით მოხდეს და მხოლოდ მათ ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. არ ვამბობ ზუსტად დროს, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ნიკა ვარამიამ.

ნიკა გვარამიამ გლდანში, ციხის საავადმყოფოსთან შეკრებილებს სთხოვა, შეფერხება არ შექმნან.

„მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც აქ იმყოფება, რომ შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, რადგან უბრალოდ, არ გამოვა დაწესებულებიდან რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. ბუნებრივია, ეს მედიას არ ეხება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვითხოვთ რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა აქ, დარჩებიან მასთან, ვიდრე გადაიყვანენ და შემდეგ ჩვენ წავალთ გორში; მოვახდენთ მისი გადაყვანის ინსპექტირებას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგივე არ მოხდება, რაც წინა ჯერზე. ამის შემდეგ დავტოვებთ გორს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.