ქანთარია: წერეთელი ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის თანამონაწილეა

   ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენას უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ეხმიანება და ამბობს, რომ „წერეთელი ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის თანამონაწილეა.

-”მე ვემხრობი ჩემს თანაგუნდელებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი გვარის კაცია, ის პირდაპირ და ირიბად თანამონაწილეა და არც გამიჯვნია იმ გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი არც თუ სასიამოვნო დღეები მოუტანა ჩვენ საზოგადოებას. ამიტომ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გვარის ადამიანია, ჩვენი ეროვნების ადამიანია, არამგონია ერთპიროვნულად და ბრმად ხელები უნდა ავწიოთ მის მხარდასაჭერად. ბატონი გიგი ყოველთვის მოქნილი პოლიტიკოსია. არამგონია, დიდად გამოიდოს თავი“ – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა, რაც ამ უკანასკნელმა ადეკვატურ ნაბიჯად შეაფასა.

скачанные файлы (2)

კომენტარის დატოვება