მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ცოტა ხნის წინ დატოვა ორმა რეანიმობილმა ციხის საავადმყოფოს ტერიტორია. ისინი  სამართალდამცველების მანქანებმა გააცილეს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.