საქართველოში კორონავირუსით კიდევ 70 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4318 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 318 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.00%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 743 927.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.