“ამბობენ, გაქცეული ლარის შემობრუნებას ხელისუფლება გაზისა და რკინიგზის წილის გაყიდვით ფიქრობს…”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც ამბობენ თურმე გაქცეული ლარის შემობრუნებას ხელისუფლება გაზისა და რკინიგზის წილის გაყიდვით ფიქრობს…და თუ ეს მართლაც მოხდა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები დაზარალდება მაგრამ თუ მითუმეტეს რუსეთს მიჰყიდეს რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 22 %-ტი ოკუპირებული აქვს მაშინ ამას შესაბამისი ადეკვატური შეფასება მოჰყვება, ყველამ ვიცით რომ რუსეთი ნებისმიერ რესურს იყენებს საქართველოს ზეწოლისათვის ბერკეტად…“

ამ თემაზე სასაუბროდ გიორგი თევზაძეს დავუკავშირდით.

– რა ინფორმაციებს ფლობთ საქართველოში ბუნებრივ გაზსა და რკინიგზაში ქართულ კომპანიებში სახელმწიფოს კუთვნილი წილების რუსულ კომპანიებზე შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით?

– მსგავსი ინფორმაციები მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდება, თუმცა კონკრეტულ ინფორმციებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფლობ. ბუნებრივია სტრატეგიული ობიექტების გასხვისება თანაც შესაძლო გასხვისება ოკუპანტ ქვეყანაში რუსეთში მოქმედ კომპანიებთან კატეგორიულად დაუშვებელია და ეს იქნება ისტორიული შეცდმა, რომელზეწც ხელმომწერი პირების პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან დადგება. ამდენად, ამ საკითხებზე მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებაა აუცლებელი, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს საქართველოს აქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილება რუსეთან პოლიტიკურ ეკონომიკურ ჭრილში რამეთუ რუსეთი ყოველთვის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებდა ეკონიმიკურ ფაქტორებ. სწორედ ამ ფაქტორების გამო არაერთმა ქვეყანამ უარი განაცხადა რუსულ კომპანიებზე არათუ სტრატეგიული ობიექტების, არამედ სხვა სახელმწიფო ქონების გასხვისებაზე.

– სამართლებრივად რამდენად დასაშვებია ამ ქონების გასხვისება?

– ამ საკითხს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნორმა ეხება. საქართველოს კონსტიტუციის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას, სხვა საკითხებთან ერთად მიეკუთვნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები; მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება ამ პუნქტში მითითებული სახელმწიფო ქონება. ამ ჩამონათვალში არ არის რკინიგზა და ბუნებრიგი გაზის ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული ობიექტები. შესაბამისად ამ ობიექტების პრივატიზება კანონით არ იკრძალება, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიღებული იქნას განსკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ინტერესების შენარჩუნებით,  ჩემი მოსაზრებით, აუცლებელია აღნიშნული ობიექტების საკუთრების განკარგვასთან და მართვასთან დაკავშირებით მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სახელმწიფოს შეუნარჩუნებს ქონებისა და ვითარების მართვის იურიდიულ ბერკეტს.

კომენტარის დატოვება