“გავერთიანდეთ და საერთო წვლილი შევიტანოთ შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში!”

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის გენდერული პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილის ინიციატივით, დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ხევსურთ სოფლისა და სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
საუბარი ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. თამთა მეგრელიშვილი მოსწავლეებს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც იცით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან- აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day), რომელსაც დღეის მონაცემებით 160-ზე მეტი ქვეყანა უერთდება, მათ შორის საქართველოც.
-“მოსწავლეებთან ერთად განვიხილე შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და პრობლემები, ტერმინოლოგიურ დონეზე არსებული განსხვავებები,შედეგები, რისკები და თავდაცვის მექნიზმები. ასევე ყურადღება გავამახვილე იმ საფრთხეებზე, რასაც ჰქმნის სტიგმა და დისკრიმინაცია. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ეს არის მსოფლიო საზოგადოების გაერთიანების დღე შიდსის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველა მოქალაქე, მათ შორის მეც, ცნობილი ადამიანები,პოლიტიკოსები,ბიზნესისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები,მთლიანად საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და საერთო წვლილი შევიტანოთ შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში. მინდა გვესმოდეს, რომ დღეს აივ ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო დაავადებად! მე, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში ამ შეხვედრით ვუერთდები შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და მინდა თქვენთან ერთად შევიტანო ჩემი მცირედი წვლილი შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში და როგორც რიგითი ქართველი და ოჯახის დედა გთხოვთ, დავიცვათ ოჯახური სიწმინდე საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებით”-გვითხრა თამთა მეგრელიშვილმა.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია სააგენტო geomediatv.Ge

კომენტარის დატოვება