როგორ მინდოდა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულიყო! ეს საფლავები აფხაზეთის ომის დროინდელია!

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხება

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%95/

მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა არ დაიჯერა, რომ ფოტოებზე უცნობი ჯარისკაცების საფლავები იყო აღბეჭდილი, ზოგი აღაშფოთა და ზოგიც საშინლად გააბრაზა ფოტოებმა.

ფოტოებს წუხელვე გამოეხმაურა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე დავით ნემსაძე.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%97%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A/

ნემსაძე დაგვპირდა, რომ თავადაც გაერკვეოდა საქმეში. პირობა აასრულა და დღეს დილიდან არკვევდა ფოტოებიზე აღბეჭდილი საფლავების ისტორიას.

დავით ნემსაძე:

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით უცნობი ჯარისკაცების საფლავების ფოტოები გავრცელდა, მოსვენება არ მაქვს! მინდორში მიმარხულები მობარული მიწით და უპატრონო მკვდრებისთვის დამახასიათებელი ჟანგიან რკინაზე ტიპიური წარწერებით ,,უცნობი ჯარისკაცი“ !

როგორ მინდოდა ეს ინფომაცია არ დადასტურებულიყო! ვიტოვებდი იმედს, რომ რამე შეცდომას ჰქონდა ადგილი.

დილიდან დაუკავშირდი ქ.თბილისის მერიას, შემდეგ კომპანია ,,ჰერმეს“ და უფრო მოგვიანებით მუხათგვერდის სასაფლაოს ადმინისტრაციასთან საუბრის დროს გაირკვა, რომ აღნიშნული საფლავები აფხაზეთის ომის დროინდელია და მასზე ექსგუმაციას წითელი ჯვარიც აწარმოებდა. როგორც მითხრეს გადმოცემით იციან, რომ დაღუპული ბიჭები ტანკისტები იყვნენ და საფლავების რაოდებობა სულ ცხრაა. საფლავები კი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა!

ხელისუფლებამ ომში დაღუპული ოჯახის წევრებს სოლიდურ თანხას უხდის მიხარია რომ ეს ასეა და მათ ამ ნაბიჯს საოცრად ვაფასებ, მაგამ რა ღირს ომში გადარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლე ან მათი ფასი რა არის ვისი სულიც ომის დროს განგებამ უცნობ ვითარებაში მიიბარა?

რასაც თქვენ სურათებზე ხედავთ ეს სერიოზული განსჯის საკითხია ,ბატონებო! ვეკითხები თავდაცვის სამინისტროს მესვეურთ

  1. რამდენი ჯარისკაცია დაკრძალული ამ ველზე?
  2. რეალური მსხვერპლი რამდენი იყო?
  3. რატომ არ მიმდინარეობდა ამოცნობა?
  4. რატომ არ მოაწყვეთ სასაფლაო?
  5. რატომ არიან ისინი დაკრძალულები ცალკე?

ამ დღეებში პირადად მოვინახულებ ამ საფლავებს და დავინტერესდები ვინ იჩენდა ამხელა ,,ყურადღებას“ მათ მიმართ. არავის კრიტიკა არ მინდა, ეს ის შემთხვევაა, როცა საქმეს დუმილი უხდება, მაგრამ არა უმოტივაციოდ.

დღევანდელმა მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ამ საფლავების შესახებ აშკარად იცოდნენ მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე ალბად ,,დატვირთული დღის გრაფიკის გამო აშკარად ვერ მოიცალეს“ ეს ტრაგედიაა არმიაში გარჩევის შერჩევის და პოლიტიკური ქულების მოგების საკითხი მიცვალებულებზე და გმირებზეც რომ გაჰყავთ. თქვენს მაგივრად მრცხვენია, ,,ბატონებო“!

სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე. მოპოვებულ პასუხებს და მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.