„უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ”

„უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ და ისიც გამონაკლის შემთხვევებში“, აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ ავრცელებს.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველოსთვის“ და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“. ისინი მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო კომისიას იანვარში „პატრიოტთა ალიანსმა“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მიმართეს. ორივე პარტია მოითხოვდა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აკრძალულიყო, თუმცა მაშინ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.