“წინა ხელისუფლება უფრო ხისტი და დაუნდობელი იქნებოდა, ჩემთვის არგუმენტად არ ჩაითვლება!”

დღეს ფილარმონიის დარბაზში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე იმყოფებოდა სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი, რომელსაც კითხვაც მომზადებული ჰქონდა, მაგრამ კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა, რადგან შეხვედრა ჩაიშალა.

ჩვენ ნინო ჩარკვიანს გავესაუბრეთ.

-კონსტიტუციის ცვლილების ის ფორმა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის. დღეს, მომზადებული მქონდა რამოდენიმე კითხვა, სწორედ ამიტომ ვესწრებოდი საყოველთაო სახალხო განხილვას, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ჩაიშალა სხვადასხვა ჯგუფების პროტესტის გამო.

-საზოგადოების ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ მთავრობის წევრების სხვანაირად მოქცევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო იმ ახალგაზრდების დაწყნარებაც და განხილვის გაგრძელებაც. როგორ ფიქრო, “კომუნისტები” და “პროვოლატორები” რომ არ ეწოდებიდა კობახიძეს, იყო შანში არ ჩაშლის?

-მიუხედავად ცალკეულ საკითხებში ჩემი კრიტიკისა ხელისუფლების მისამართით, ვთვლი რომ დღევანდელი განხილვა არ ჩატარდებოდა, რადგან მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დარბაზში სტვენა და ხმაური არ წყდებოდა.ფორმატიც შეიცვალა, მამუკა მდინარაძემ მისცა საშუალება მათ კითხვების დასმის, მაგრამ მიზანი როგორც ჩანს იყო ის, რითაც დასრულდა.

-დარბაზიდან სხვადასხვა ადამიანებს პირდაპირი ჰქონდათ ჩართული, იქ ისმოდა დარბაზში მხსდომთა საუბარიც. ასეთი აზრიც გაჩნდა, რომ მთავრობასაც აწყობდა დღევანდელი განხილვის ჩაშლა.

-დარბაზი იყო ორად გაყოფილი, იყვნენ ხელისუფლების დამცველებიც და განხილვის ჩაშლის მსურველებიც.

დღევანდელი განხილვის ჩაშლა რატომ უნდა სდომოდა ხელისუფლებას? მე არ გამჩენია ასეთი აზრი იქ.

-თქვენ  რა კითხვა გქონდათ? რას არ ეთანხმებით?

ერთ-ერთ უმთავრესი კითხვა არის მანდატების განაწილება, რომელიც ამ ფორმით არის სრულიად მიუღებელი . ამ საკითხზე არც ერთი პასუხი არ იყო მისაღები ჩვენთვის ამ რომელიც მათ გასცეს.

-როგორც პოლიტიკოსი, როგორ ფიქრობ, სცენაზე მდგომ პოლიტიკოსებს ცოტა მოთმინების უნარი ხომ არ აკლიათ? აშკარად ვეღარ შეიკავა თავი ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

-ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აქვთ თმენის ვალდებულება და რა თქმა უნდა, ნებისმიერი დამამცირებელი როტორიკა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის, მიუღებელია ჩემთვის.ის, რომ ასეთ სიტუაციაში წინა ხელისუფლება უფრო ხისტი და დაუნდობელი იქნებოდა, ჩემთვის არგუმენტად არ ჩაითვლება.