ბუხაიძის ქუჩის მეორე მიკროში მცხოვრებ მოსახლეობას ქვეწარმავლები შეესია

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მეორე მიკროს 17 ნ კორპუსის სადარბაზოში მოსახლოებას ქვეწარმავლები შეესია, წუხელ გვიან ღამით, როცა ერთ-ერთმა მცხოვრებმა სადარბაზოს მოაჯირზე გველი შენიშნა და ყვირილი მორთო, ქვეწარმავალი ახალგაზრდებმა მაშინვე მოკლეს.

როგორც ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, მათთან ახლოს მდინარე ოღასკურა მდებარეობს, რაც მათ დიდი დილემის წინაშე აყენებთ, განმარტავენ, რომ ოღასკურა დაბინძურებულია და მასში ქვეწარმავლები ბუდობენ რაც მათ საფრთხეს უქმნით.

სააგენტო ბუხაიძის ქუჩის მაჟორიტარ დეპუტატს ნატო ქათამაძესაც დაუკავშირდა თუმცა ქალბატონი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ადგილობრივები კი ქუთაისი მერიას დახმარებას სთხოვენ.