ჩემთვის ცნობილი გახდა მიწის კანონის განხილვის გადადების მიზეზი…

ზვიად ტომარაძე

-ყურადღება!!! დღეს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში უნდა გამართულიყო 22 დეპუტატის მიერ ინიცირებული მიწის შესახებ კანონის განხილვა.

სხდომაზე მეც ვაპირებდი დასწრებას. სხდომა გადაიდო. ჩემთვის ცნობილი გახდა განხილვის გადადების მიზეზი, კერძოდ, ხელისუფლება აპირებს დათმობებზე წასვლას და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციების შედეგად, აპირებს გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით! თუმცა, სანამ არ იქნება წარმოდგენილი ამის მტკიცებულება, ჯერჯერობით სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს!